„უკუჩვენება არ მაქვს…“ – ანა გერგედავა ამერიკაში კორონავირუსზე აიცრა

„უკუჩვენება არ მაქვს...“ - ანა გერგედავა ამერიკაში კორონავირუსზე აიცრაკიდევ ერთი ქართველი, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაიკეთა, ამერიკაში მცხოვრები ანა გერგედავაა.

ვაქცინაციის შემდეგ ანა თავს კარგად გრძნობს, როგორ ის “ფორტუნასთან” ინტერვიუში აცხადებს, არანაირი უკუჩვენება არ აქვს.

“არანაირი უკუჩვენება არ მაქვს გარდა იმისა, რომ ვგრძნობ მადის მომატებას, რაც უკუჩვენებათა ჩამონათვალში დასახელებული არ არის.

გარანტიას არ იძლევიან და ამბობენ, რომ შეიძლება ყველა არ დაიცვას კოვიდ-19-ით ინფიცირებისგან. არავინ არ ადევნებს თვალ-ყურს ვაქცინიზაციის შემდგომ პერიოდს. უბრალოდ, გაფრთხილებულები ვართ, რომ მწვავე ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, დავრეკოთ 911-ში ან მივიდეთ უახლოეს ჰოსპიტალში”, – განაცხადა ანამ “ფორტუნასთან”.

მისივე თქმით, ვაქცინაციის შემდეგ  ექიმებმა გააფრთხილეს, რომ არსებული რეკომენდაციების დაცვა მაინც უნდა გააგრძელოს.

“მითხრეს, რომ ჩვეულებრივ უნდა გავაგრძელო პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და ხელების განსაკუთრებული ჰიგიენა”, – აცხადებს ანა გერგედავა.

ფორტუნა