“ვიცით, მაგრამ არ გეტყვით” – იმნაძე მალავს რომელი ქვეყნიდან შემოვიდა კოვიდის ახალი შტამი

"ვიცით, მაგრამ არ გეტყვით" - იმნაძე მალავს რომელი ქვეყნიდან შემოვიდა კოვიდის ახალი შტამიდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ვირუსის ახალი შტამი პასუხობს, რომ არ ეტვის არავის.

“ვიცით, მაგრამ არ გეტყვით”, – ამბობს იმნაძე.

იმნაძემ მხოლოდ აღნიშნა, რომ ინფიცირებულს დიდ ბრიტანეთთან კონტაქტი არ ჰქონია.

იმნაძე ასევე საგულდაგულოდ მალავს რამდენი პირი იმყოფება იზოლაციაში Covid-19-ის ახალი შტამით ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დღეს, 4 იანვარს დადასტურდა. პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თვითიზოლაციაში იმყოფება. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტებიც.