83 წლის ქალი თავის ნაკვეთში დაიწვა

83 წლის ქალი თავის ნაკვეთში დაიწვაშემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში, 83 წლის მოხუცი დაიწვა, როგორც სოფელში ჰყვებიან, მოხუცი მინდორში ბალახისთვის მოკიდებულ ცეცხლში დაიწვა.

,,83 წლის ქალი დაიწვა, თავის მიწის ნაკვეთში, გამხმარი ბალახისთვის ცეცხლი მოუკიდებია როგორც ჩანს ცეცხლი გაძლიერდა და თავადაც მოეკიდა ტანსაცმელზე, წელს ქვემოთ მთლიანად დაიწვა, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.”, – გვიყვება სოფელ საიმერლოს მკვიდრი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სახანძრო.

გარდაცვლილი უკვე რუსთავის პროზექტურაშია გადაყვანილი.

პრაიმ ტაიმი