აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – “ნიკა მელიას დაკავებით ღრმად შეშფოთებული ვართ”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - "ნიკა მელიას დაკავებით ღრმად შეშფოთებული ვართ"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი “ერთანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ბრიფინგზე გამოეხმაურა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, განაცხადა, აშშ ღრმად შეშფოთებულია ნიკა მელიას დაკავების გამო.

“დღეს დავიწყებთ საქართველოთი. აშშ ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას და სხვა ოპოზიციონერების დაკავების გამო საქართველოში”, – განაცხადა პრაისმა.

მოგვიანებით, მას საკითხთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვით მიმართეს, რაზეც სპიკერმა განაცხადა:

„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა პარტიას თავშეკავებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ან გაამწვავოს დაძაბულობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, გააძლიეროს ვალდებულებები დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი, სასამართლო და პროკურატურის სისტემების თავისუფლების უზრუნველყოფით პოლიტიკური მიკერძოებისგან. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ საქართველოსთან მუშაობას განვაგრძობთ, რათა დავუჭიროთ მხარი კანონის უზენაესობასა და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას“,