ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდა

ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდადღეიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა. თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ტრანსპორტზე შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.

1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს.

ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.