ელისაშვილი – “უგულავა და ხაზარაძე რომ იბრიქებოდნენ, დაიცვეს მელია?!”

ელისაშვილი - "უგულავა და ხაზარაძე რომ იბრიქებოდნენ, დაიცვეს მელია?!"იბრიქებოდნენ იქ გიგი უგულავა და მამუკა ხაზარაძე – დაიცვეს მელია?! სპეცრაზმის მიმოფანტვას რომ გეგმავდნენ, ვინ შეატოვეს? – ისევ საწყალი ხალხი და საწყალი აქტივისტები დააჭერინეს! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან დეპუტატმა, „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„აი, ასეთი ლიდერები არიან ესენი – უბრალო აქტივისტები შეატოვეს და უბრალო აქტივისტები დააკავებინეს! აბა ვინ არის ნიკა მელიას გარდა დაკავებული?!”, – აღნიშნა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რაც შექმნილ ვითარებაში, უალტერნატივოა.

ამაზე ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაუწერა:

“უგულავაც იქ იყო და ყველა ლიდერი, აი შენ სად ხარ ეგაა საქმე.”