რუსთავში 19 წლის ბიჭი კომაში ჩავარდა

რუსთავში 19 წლის ბიჭი კომაში ჩავარდაგვიან ღამით, რუსთავში 19 წლის ბიჭი უგონო მდგომარეობაში ნახეს. მას სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ ინტოქსიკაცია ამ დროისთვის დაუდგენელი ნივთიერებით მიიღო.

“მამაკაცი შემოიყვანეს დაუზუსტებელი კომითა და სუნთქვის უკმარისობით. შემოსვლისას, რა თქმა უნდა, მდგომარეობა საყურადღებო იყო”, – აცხადებს კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი, თეა გელაშვილი.

“ინფორუსთავის” ცნობით, ამ დროისთვის მამაკაცი მკურნალობას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.