მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა – ინფორმაციას შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრი ავრცელებს.
“გოგა ოსეფაშვილი შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრში დაარსების დღიდან მოღვაწეობდა და წლების განმავლობაში იბრძოდა თეატრის აღმავლობისთვის.
გოგა ოსეფაშვილი ფლობდა არაერთ ჯილდოსა და ტიტულს, მათ შორის, 2002 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფოს მიერ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

