პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ვირუსს 3.306 ადამიანი ემსხვერპლა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ვირუსს 3.306 ადამიანი ემსხვერპლასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 306 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 566 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 8 თებერვალს საქართველოში კორონავირუსი 204 ადამიანს დაუდასტურდა, 736 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.