ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 45 წლის გურამ ახალაიას ესროლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე გასროლა მოხდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
საპატრულო პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
მკვლელი და მოკლული წარსულში დაპირისპირებულები იყვნენ.
თვითმხილველთა ინფორმაციით, გურამ ახალაია შვილთან ერთად და ერთ თანმხლებ პირთად ერთად იმყოფებოდა.
„რამდენიმე გასროლა მოხდა, მამაკაცი ჩაცხრილეს მანქანაში. რას უკავშირდება მკვლელობა არ ვიცი, სავარაუდოდ, ეს უკავშირდება ანგარიშსწორებას. შემთხვევა მოხდა საპატრულო პოლიციის მომსახურების სააგენტოსთან, სადაც მუდმივად პოლიციელები არიან”, – განაცხადა თვითმხილველმა მარიამ ბჟალავამ.
კომენტარი ჟურნალისტებთან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ გააკეთა:
“ფაქტზე დაწყებულია გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით. შსს-ის თანამშრომლების მიერ ცხელ კვალზე მყისიერად გატარებული ღონისძიებების შედეგად, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია და მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები”.
გურამ ახალაია რამდენიმე წლის განმავლობაში ემიგრაციაში იყო, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის ბიზნესით იყო დაკავებული.
მას 9 ტყვია ესროლეს. თავდამსხმელები მანქანით გადაადგილდებოდნენ, მათ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს, თუმცა პოლიციამ 1 პირის დაკავენა მოახერხა.