ფოთში გურამ ახალაია საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს – მას 9 ტყვია ესროლეს

ფოთში გურამ ახალაია საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს - მას 9 ტყვია ესროლესფოთ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, 45 წლის გურამ ახალაიას ეს­რო­ლეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა მოხ­და.

ად­გილ­ზე მი­სულ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას მა­მა­კა­ცი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა.

საპატრულო პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

მკვლე­ლი და მოკ­ლუ­ლი წარ­სულ­ში და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

თვითმხილ­ველ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, გურამ ახალაია შვილ­თან ერ­თად და ერთ თან­მხლებ პირ­თად ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

„რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა მოხ­და, მა­მა­კა­ცი ჩა­ცხრი­ლეს მან­ქა­ნა­ში. რას უკავ­შირ­დე­ბა მკვლე­ლო­ბა არ ვიცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს უკავ­შირ­დე­ბა ან­გა­რიშს­წო­რე­ბას. შემ­თხვე­ვა მოხ­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან, სა­დაც მუდ­მი­ვად პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არი­ან”, – გა­ნა­ცხა­და თვითმხილ­ველ­მა მა­რი­ამ ბჟა­ლა­ვამ.

კომენტარი ჟურნალისტებთან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ გააკეთა:

“ფაქტზე დაწყებულია გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით. შსს-ის თანამშრომლების მიერ ცხელ კვალზე მყისიერად გატარებული ღონისძიებების შედეგად, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია და მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები”.

გურამ ახალაია რამდენიმე წლის განმავლობაში ემიგრაციაში იყო, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის ბიზნესით იყო დაკავებული.

მას 9 ტყვია ესროლეს. თავდამსხმელები მანქანით გადაადგილდებოდნენ, მათ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს, თუმცა პოლიციამ 1 პირის დაკავენა მოახერხა.