„სამი კვირის ორსული ვიყავი, როცა კიდევ დავორსულდი“ – 39 წლის ქალის ისტორია

„სამი კვირის ორსული ვიყავი, როცა კიდევ დავორსულდი“ - 39 წლის ქალის ისტორია39 წლის რებეკა რობერტსი 3 კვირის ორსული იყო, როდესაც კიდევ დაორსულდა და ახლა ის ტყუპების, ნოასა და როზალის დედაა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

რებეკა გაოცებული დარჩა, როდესაც ექიმმა მას უთხრა, რომ ორსულად ტყუპებზე იყო, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მეორეზე 3 კვირით პატარა იყო.

ნოასა და როზალის დაბადებამდე მსოფლიოში სუპერფეტაციის (სხვადასხვა ოვულაციური პერიოდების ორი კვერცხუჯრედის განაყოფიერება) სულ 13 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ეს უიშვიათესი მოვლენაა.

„ეს არის უცნაური, საოცარი და სასწაული მოვლენა, რაც ჩვენ დაგვემართა. მე ძალიან გამიმართლა“,- ამბობს რებეკა.

პრაიმტაიმი