საქართველოს საზღვრიდან 150 კმ-ში სომხეთში მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან 150 კმ-ში სომხეთში მიწისძვრა მოხდასაქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 150 კმ-ში, ვანაშენთან 5.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„დღეს, თბილისის დროით 15:29 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 150 კმ_ში, ვანაშენთან, მოხდა 5.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.