სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 81 კმ-ში, 5,2 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 81 კმ-ში, 5,2 ბალიანი მიწისძვრა მოხდასაქართველოს საზღვრიდან 81 კილომეტრში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში იყო.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თბილისში და მიმდებარე რეგიონებში.

“დღეს, თბილისის დროით 19:36 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 81 კმ-ში, სომხეთში მოხდა 5.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ეპიცენტრი ერევნიდან 91 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ ჩამბარაკთან იყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრას სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.