თბილისში წერეთელზე 3 ადამიანი დაიღუპა – 2 მანქანა ერთმანეთს შეასკდა

თბილისში წერეთელზე 3 ადამიანი დაიღუპა - 2 მანქანა ერთმანეთს შეასკდაცოტა ხნის წინ ავარია მოხდა თბილისში, წერეთელზე – ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. ამ დროისთვის, ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.