ზურა დოიჯაშვილს თელ ავივი-ფრანკფურტი-თბილისი რეისით ჩამოასვენებენ

ზურა დოიჯაშვილს თელ ავივი-ფრანკფურტი-თბილისი რეისით ჩამოასვენებენმომღერალ ზურა დოიჯაშვილს ისრაელიდან საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ,- ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა განუცხადა.

„გადმოსვენებით ნამდვილად გადმოასვენებენ, ჯერ ზუსტი დრო არ ვიცი. ერთადერთი რეისია ისრაელიდან, ესაა – თელ ავივი-ფრანკფურტი-თბილისი. ამ რეისით უნდა მოხდეს მისი გადმოსვენება და პასუხს ისრაელიდან ველოდებით.

ბევრი რეგულაციაა გასავლელი. ზურას ავადმყოფობიდან მოყოლებული, ჩვენი ელჩია საქმეში ჩართული. დიდი მადლობა ლაშა ჟვანიას, კარგი კაცია“ – ამბობს კვაშალი.

მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი დღეს გარდაიცვალა.

მომღერალი ბინის დაკარგვის გამო, საქართველოდან ოჯახთან ერთად ისრაელში ემიგრაციაში წავიდა. ბოლო თვეების განმავლობაში ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.

გასული წლის დეკემბერში დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

პრაიმ ტაიმი