ზურაბ ჯაფარიძე 2.000 ლარით დააჯარიმეს – ბარში “ჯაფარასთან” შრომის ინსპექცია შევიდა

ზურაბ ჯაფარიძე 2.000 ლარით დააჯარიმეს - ბარში "ჯაფარასთან" შრომის ინსპექცია შევიდა„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ის შრომის ინსპექციამ 2.000 ლარით დააჯარიმა. მისივე თქმით, გააფრთხილეს, რომ განმეორების შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ელის.

მისივე თქმით, ჯარიმის მიუხედავად, ბარი არ დაიხურება.

“ჩათვალეს, რომ მე აკრძალულ საქმიანობას ვეწევი, შესაბამისად, მე, ფიზიკური პირი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დამაჯარიმეს 2.000 ლარით”, -აცხადებს ჯაფარიძე.

ის ასევე დასძენს, რომ გამოწერილ ოქმს გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, შრომის ინსპექცია დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში “ჯაფარასთან” შევიდა.

ზურა ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი “ჯაფარასთან” 13 თებერვალს,19.00 საათზე გახსნა. როგორც ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, ბარის გახსნა მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ.

იპნ