1 მილიონ ევროდ შეძენილი ბინა პარიზში, ანგარიშები უცხოურ ბანკებში – როგორია ანტონ ობოლაშვილის ქონება

1 მილიონ ევროდ შეძენილი ბინა პარიზში, ანგარიშები უცხოურ ბანკებში - როგორია ანტონ ობოლაშვილის ქონებამე-10 მოწვევის პარლამენტის წევრმა, ბიზნესმენმა ანტონ ობოლაშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 9 თებერვალს შეავსო.

ანტონ ობოლაშვილი ბიზნესმენია, მას ეკუთვნის ფარმაცევტული საქონლის საბითუმო ვაჭრობით დაკავებული კომპანია “გლობალფარმი”, რომელიც რიგი დასახელების მედიკამენტებით ვაჭრობს.

ბოლო დროის ყველაზე ცნობილი იუბილარის დეკლარაცია საკმაოდ მოცულობითია.

ქონების საკმაოდ დიდი ნაწილი მეუღლის, ლია ობოლაშვილის სახელზე ირიცხება. თავად ანტონ ობოლაშვილი კი ფლობს: საფრანგეთი, პარიზში 130 კვ.მ ბინას, რომელიც 2014 წელს 1.165.025 ევროდ აქვს შეძენილი და რომლის თანამესაკუთრეც ასევე მეუღლეა.

დეპუტატი ფლობს 2 ბინას თბილისში, მიქელაძის ქუჩაზე. ერთი საერთო ფართი 117,58 კვ.მ-ა, ხოლო მეორის 138,17 კვ.მ. ობოლაშვილის საკუთრებაშია 5 მიწის ნაკვეთი. ასევე, აქვს ორი მაჯის საათი, ერთის ღირებულება 15.000 დოლარია, მეორის – 17.000 დოლარი.

დეკლარაციის შევსების მომენტში, ანტონ ობოლაშვილი ფლობდა: საფრანგეთის 1 ბანკში 60.000 ევროს, ხოლო მეორეში – 5.000 ევროს.

რაც შეეხება ქართულ ბანკებს, აქ ობოლაშვილის ანგარიშზეა: “თიბისი“ ბანკში ვიზა გოლდზე 10.123 ლარი, ,,თიბისი”-ში მიმდინარეზე 49,74 დოლარი და ამავე ბანკში ვიზა ინფინიტზე 15 382,4 ევრო. ამასთან, დეპუტატს „თიბისიში“ გახსნილი აქვს სამი ანაბარი, ჯამში 1.486.451 დოლარი, „საქართველოს ბანკში“ კი 300.000 დოლარი.

ნაღდი ფულის სახით, დეკლარაციის მიხედვით, მისი დანაზოგი ასე გამოიყურება: 47.000 ლარი, 18.000 დოლარი და 13. 000 ევრო.

ობოლაშვილი ფლობს წილებს ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა – შპს გლობალფარმი, სადაც ის წილის 100%-ის მესაკუთრეა. ჯეომედიცინ-ში კი ფლობს წილის 35%-ს. მისივე საკუთრებაა 100%-იანი წილი შპს მესხეთი 2004-ში.

ობოლაშვილების ოჯახს ეკუთვნის სასტუმრო ,,მონოგრაფი” თავისუფლების მოედანზე. პროფესიული სასწავლებელი კეონი აკადემია და ,,გლობალფარმის“ ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიები.

ანტონ ობოლაშვილმა ქონების გადასახადის სახით გასულ წელს სახელმწიფოს 8.715 ლარი გადაიხადა. გასულ წელს დეპუტატმა ქველმოქმედებაში 100.000 დახარჯა, მისმა მეუღლემ კი – 30.000 ლარი.

ბიზნესმენის ქონების ჩამონათვალში მხოლოდ ერთი ავტომობილი ირიცხება. ისიც მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული. მსუბუქი ავტომობილი პორშე კაიენი, რომლის საბაზრო ღირებულებადაც 96.000 ლარია მითითებული.

საზოგადოების ინტერესის ცენტრში დეპუტატი მას შემდეგ მოექცა, რაც გავრცელდა ვიდეო საკარანტინო წესების დარღვევით როგორ ერთობიან მმართველი გუნდის წევრები 23 თებერვალს. მიზეზად, ანტონ ობოლაშვილის იუბილე დასახელდა, თუმცა დოკუმენტებში დაბადების თარიღად 1-ლი მარტია მითითებული.

ბიპიენი