7 სახლი, 12 მიწის ნაკვეთი, ანგარიშები საქართველოსა და უცხოეთის ბანკებში, ეს იმ ქონების ნაწილია, რომელსაც დეპუტატი ფრიდონ ინჯია ფლობს.
ფრიდონ ინჯიას ეკუთვნის: 2.000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 48 კვ.მ სახლი კასპში. ასევე, 250 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართი მარტვილში, რომელიც 2019 წელს 156. 000 ლარად აქვს შეძენილი. გარდა ამისა, მის კუთვნილებაშია თბილისში, ჭავჭავაძეზე მდებარე 263 კვ.მ სახლის 56%; ხოლო 98 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის 50%-იანი წილი.
ფრიდონ ინჯიას სახელზეა 2 მერსედესი,. რომელთა ჯამური ღირებულება 486. 000 ლარს შეადგენს. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც საჩუქრად გადაეცა და მისი ღირებულება 11.500 ლარია.
ფრიდონ ინჯიამ სამზარეულოს ტექნიკასა და ავეჯში 200.000 ლარი გადაიხადა.
რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ფრიდონ ინჯია ფლობდა:
„თიბისი ბანკის“ ანაბარზე- 670.000 აშშ დოლარს, მიმდინარეზე – 23.000 ლარს, 12.600 აშშ დოლარს და 10.000 ევროს, დეპოზიტზე – 5.000 აშშ დოლარს;
“ლიბერთი ბანკის“ საპენსიოზე – 5.000 ლარს, მიმდინარეზე – 10.000 ლარს;
თურქეთის “ჰალკ ბანკის” მიმდინარეზე – 1.000 თურქულ ლირას და 31.570 აშშ დოლარს;
რუსეთის ფედერაციის შემბანკის მიმდინარეზე – 50.000 რუბლს;
რუსეთის ფედერაციის კომ. ბანკი “ვოზრაჟდენიეს” მიმდინარე – 30.000 რუბლს;
რუსეთის ფედერაციის “ალფა ბანკის” მიმდინარეზე – 2.500.000 რუბლს;
ლატვიის ბანკის “ABLV” დეპოზიტზე – 23.800 აშშ დოლარს.
ფრიდონ ინჯიას საკრებულოს დეპუტატობისთვის 2020 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით, ხელფასის სახით აღებული აქვს 12.840 ლარი.
ბპნ

