„არ დაგიმტკიცებია მეუფე პეტრეს შვილი რომ ჰყავს, დაგიქნევთ ყველას” – დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში

„არ დაგიმტკიცებია მეუფე პეტრეს შვილი რომ ჰყავს, დაგიქნევთ ყველას" - დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაშიჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებსა და ეპარქიის ახალ მმართველს მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილს) შორის ისევ დაპირისპირება იყო.

ამჯერად მიტროპოლიტმა სტეფანემ წირვა ბალდის მონასტერში ჩაატარა, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა მას მეუფე პეტრესთან დაკავშირებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა და ამ საკითხის გარკვევა კიდევ ერთხელ მოსთხოვეს.

ამის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, საბოლოოდ კი, სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილმა მეუფე გააცილა შეძახილებით “ცრუ, ცრუ”.

“ცრუ ხარ, არ დაგიმტკიცებია მეუფე პეტრეს შვილი, რომ ჰყავს დაგიქნევთ ყველას, თქვე არაკაცებო”, – აცხადებს დეკანოზი ათინოგენი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სიტუაციას დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამართალდამცველები აკონტროლებდნენ.

ამ დროისთვის ეპარქიაში სიტუაცია განმუხტულია.