ხატია შამუგიამ გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” სტუმრობისას ისი პარიდან წამოსვლის დეტალებზე ისაუბრა.
ხატია შამუგია “ისი პარიში” პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელად 12 წელი მუშაობდა,
“ერთ დღესაც, როდესაც წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა, გადავწყვიტე, შუები გამეკეთებინა, წავიღე სამსახურში, გავასინჯე ყველას, შემდეგ შევედი დირექტორის კაბინეტში, ის და “ეიჩარი” ისხდნენ, ვიფიქრე, მათაც გავასინჯებთქო… ძალიან ისეთი სახეები ჰქონდათ, ცუდად მენიშნა.
ნახევარ საათში ვიგებ, რომ მათ შეეცვალათ ხედვები. ჩვენი დამშვიდობების წუთებიაო. ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რომელთანაც ახლოს ვიყავი, აიღო თავის თავზე, რომ ეს ეთქვა. სხვა ფორმატში უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა შენთანო. არც დავინტერესებულვარ დანარჩენით. წამოვედი.
მიჭირს ამაზე საუბარი, თითქოს საკუთარი შვილი, რომელსაც ზრდი, უგულვებელგყოფს. მეგონა, რომ ამ კომპანიაში უნდა დავბერებულიყავი. შეიძლება ძალიან ვბოდავდი.
ეს იყო საოცარი ტკივილი და იმედგაცრუება. დედაჩემის გარდაცვალების მერე კიდე რამე თუ ასეთ მდგომარეობაში ჩამაყენებდა, არ მეგონა. ანუ არაფერი რომ არ იცი და შენ ზურგს უკან გადაწყვეტილებები მიღებულია. უცებ რჩები ხელმოცარული.
როდესაც პოსტი დავდე, ეს იყო ყველაზე დიდი ჯილდო, რაც ამ პოსტზე გამოხმაურებები იყო. თუ რაიმე სიკეთე გამიკეთებია, ეს დამიბრუნდა ამ დღეებში”, – განაცხადა ხატია შამუგიამ.
პრაიმ ტაიმი

