“გახარია ამბობდა, ნეტა ვინმემ მოიტანოს ვაქცინა და თვითმფრინავის დაცლაში პირველი მივეხმარებიო” – ბიძინა კულუმბეგოვი

"გახარია ამბობდა, ნეტა ვინმემ მოიტანოს ვაქცინა და თვითმფრინავის დაცლაში პირველი მივეხმარებიო" - ბიძინა კულუმბეგოვიალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან წინა შეხვედრას იხსენებს და ვაქცინაზე საუბრობს.

“წინა შეხვედრაზე გულწრფელად ამბობდა ყოფილი პრემიერი, ამას ახლა ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, ალბათ, არაფერი ისეთი არ არის: ნეტა ვინმემ მოიტანოს ვაქცინა და თვითმფრინავის დაცლაში პირველი მივეხმარებიო. ოღონდ ვინმემ მოიტანოს,  სიტყვები არ იყოს ამის უკან და ეს იყოს რეალობა და მე ამისთვის მზად ვარო”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.