გერმანიაში ლოქდაუნის გახანგრძლივებას აპირებენ

გერმანიაში ლოქდაუნის გახანგრძლივებას აპირებენგერმანია კორონავირუსის გამო დაწესებული ლოქდაუნის 28 მარტამდე გახანგრძლივებას გეგმავს.

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და 16 ფედერალური რეგიონის ლიდერების მოლაპარაკებების ხელშეკრულების პროექტში აღნიშნულია, რომ „ლოქდაუნი“ გახანგრძლივდება, თუმცა 8 მარტიდან გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდება.

გერმანიაში კანცლერ ანგერლა მერკელსა და 16-ვე რეგიონის ხელმძღვანელებს შორის 10 თებერვალს მიღწეული შეთანხმების შედეგად, დაწყებითი კლასების მოსწავლეების უმრავლესობა ერთი კვირის წინ სკოლებში დაბრუნდა.

ქვეყანაში, 2 ნოემბრის შემდეგ, დახურულია რესტორნები, ბარები, სპორტული და გასართობი ობიექტები, 16 დეკემბრიდან კი – მაღაზიების უმრავლესობა.

ხვალ ანგელა მერკელი რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს, რომლის დროსაც იმსჯელებენ, როგორ იმოქმედონ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც 7 მარტამდეა ძალაში.

იპნ