გერმანიაში ლოქდაუნის გახანგრძლივებას აპირებენ

გერმანია კორონავირუსის გამო დაწესებული ლოქდაუნის 28 მარტამდე გახანგრძლივებას გეგმავს.

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და 16 ფედერალური რეგიონის ლიდერების მოლაპარაკებების ხელშეკრულების პროექტში აღნიშნულია, რომ „ლოქდაუნი“ გახანგრძლივდება, თუმცა 8 მარტიდან გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდება.

გერმანიაში კანცლერ ანგერლა მერკელსა და 16-ვე რეგიონის ხელმძღვანელებს შორის 10 თებერვალს მიღწეული შეთანხმების შედეგად, დაწყებითი კლასების მოსწავლეების უმრავლესობა ერთი კვირის წინ სკოლებში დაბრუნდა.

ქვეყანაში, 2 ნოემბრის შემდეგ, დახურულია რესტორნები, ბარები, სპორტული და გასართობი ობიექტები, 16 დეკემბრიდან კი – მაღაზიების უმრავლესობა.

ხვალ ანგელა მერკელი რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს, რომლის დროსაც იმსჯელებენ, როგორ იმოქმედონ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც 7 მარტამდეა ძალაში.

იპნ