ღარიბაშვილი – “ბერას ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ”

ღარიბაშვილი - "ბერას ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ"ირაკლი ღარიბაშვილი დღეს აუდიოჩანაწერების გავრცელებიდან თითქმის 1 კვირის შემდეგ გააკეთა პირველი კომენტარი ამ თემაზე და ტრადიციულად ყველაფერი წინა ხელისუფლებას გადააბრალა. პრემიერმა აუდიომასალას სიყალბე და ფაბრიკაცია უწოდა. გარდა ამისა, ის ირწმუნება, რომ იმ დროს, როცა ჩანაწერია გაკეთებული, გარკვეული ორგანიზებული ჯგუფები, ბერა ივანიშვილს ემუქრებოდნენ:

“მაშინ იყვნენ გარკვეული ჯგუფები, უამრავი ორგანიზებული ჯგუფი იყო, რომლებიც ემუქრებოდნენ ბერას ლიკვიდაციით, აყენებდნენ მას შეურაცხყოფას, აქედან გამომდინარე, ანზორ ჩუბინიძის, როგორც ოჯახის უსაფრთხოების უფროსის მოვალეობა იყო, ეს ყველაფერი გამოეკვლია, მათ შორის, ხაზს ვუსვამ, პოლიციის ჩართულობით. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ასეთი დანაშაული მომხდარიყო, ისინი ამას არ გამოიძიებდნენ და რეაგირების გარეშე დატოვებდნენ? რა თქმა უნდა, არა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავარი