გლდანში გაზი ავარიულად გაითიშა – “გონიამ” გაზსადენი დააზიანა

გლდანში გაზი ავარიულად გაითიშა - "გონიამ" გაზსადენი დააზიანა„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გლდანის რაიონში გაზი ავარიულად გაითიშა.

დაზიანების ხარისხისა და სამუშაოების სირთულის გამო გაზმომარაგების მიწოდება ხვალ დილიდან დაიწყება და დღის ბოლომდე სრულად აღდგება.

„ გლდანში გაზის მილი დააზიანეს. 5.000 აბონენტი გაითიშა. მიზეზი შპს “გონია”, რომელმაც სამუშაოების დროს თბილისი ენერჯის კუთვნილი გაზსადენი დააზიანა. ავარიის გამო გაზის გარეშე 5.000 ზე მეტი აბონენტი დარჩა. ამჟამად ადგილზე თბილისი ენერჯის სპეციალისტები დაზიანებული გაზსადენის აღსადგენად ინტენსიურად მუშაობენ”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.