აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ტვ ფორმულას ეწვია.
ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი:
“ელჩი კელი დეგნანი ფორმულას ეწვია და მიესალმა ვახო სანაიას სამსახურში დაბრუნებას მასზე თავდასხმის შემდეგ:
„ვფიქრობ, რომ დღეს, სწორედ ახლა, ვხედავთ თუ რამხელა გამბედაობაა საჭირო იმისთვის, რომ იყო ჟურნალისტი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე, მათ შორის აქაც. ვახო და სხვები, ვისაც თავს დაესხნენ ან დაემუქრნენ – ასეთი რამ უბრალოდ დაუშვებელი და სახიფათოა. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მედია თავისუფლების ძალიან მტკიცე მხარდაჭერას” – ელჩი დეგნანი.”

