ხაშურში ქუჩები და ეზოები დაიტბორა

ხაშურში ქუჩები და ეზოები დაიტბორახაშურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი ეზოებიდან ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გადაუღებელი წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა ხაშურის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ხაშურსა და სურამში მცირე სახის პრობლემები შექმნა. დაიტბორა სახლების ეზოები და ასევე, სანიაღვრე არხებში წყლის დონის აწევამ გამოიწვია რამდენიმე ქუჩის დატბორვა.

ადგილზე დილიდან მუშაობენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის  სპეც. ტექნიკა.

შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში სიტუაცია სტაბილურია. მცირე სახის შეფერხების გარდა, რეგიონის მაცხოვრებლებს მატერიალური ზარალი არ მიუღიათ.

რუსთავი 2