მირანდა შავაძე, რომელსაც სახის კანზე პრობლემები აქვს, გადაცემა “შორენას ეფექტში” თავის ისტორიას ყვება.
“მე-7-8 კლასში ვიქნებოდი, როცა დამეწყო სახეზე უმნიშვნელო ცვლილებები. სკოლაში ბულინგის მსხვერპლი გავხდი. ძალიან ცუდ სახელებს მეძახდნენ სკოლაში. ახლოს არ მიკარებდნენ. ახლა მირეკავენ და მეკითხებიან, როგორ ვარ, მაგრამ ვერ ვაპატიებ ამას.
არა მარტო სკოლაში იყო ბულინგი, ავტობუსში რომ დავჯდებოდი, გადაჯდებოდნენ ან ფეხზე დგებოდნენ.
ვისაც ეს არ შეხებია, არ იცის, რომ ეს არ არის გადამდები”, – ამბობს მირანდა შავაძე.

