კოვიდ ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანებისთვის

კოვიდ ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანებისთვის“შესაძლოა ვაქცინის 100 დოზა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ცნობილი ადამიანებისათვის გამოვყოთ, რომ ამ პროცესმა საზოგადოებაში მეტი ნდობა გამოიწვიოს” – ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს გეგმა, რომელიც მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გაახმოვანა.

“შესაძლოა 100 დოზა გამოყოფილი იყოს ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ცნობილი ადამიანებისათვის, ამას კარგად სჭირდება დაგეგმვა და საზოგადოების ჩართულობა. დავუშვათ, შეიკრიბეთ და გვირჩიეთ ვინ უნდა აიცრას ამ 100 დოზით და ვინ გამოიწვევს საზოგადოებაში მეტ ნდობას”, – აღნიშნა გაბუნიამ.