კოვიდის პირველ აცრას საქართველოში 73 წლის თამარ გიორგაძე გაიკეთებს

კოვიდის პირველ აცრას საქართველოში 73 წლის თამარ გიორგაძე გაიკეთებსსაქართველოში პირველი ადამიანი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს, დაავადებათა კონტროლის თანამშრომელი, 73 წლის თამარ გიორგაძეა.

როგორც თავად თამარ გიორგაძე ამბობს, ვაქცინაციაში საშიში არაფერია და იგი ყველამ უნდა გაიკეთოს. თამარი დაავადებათა კონტროლის ცენტრში 45 წელია მუშაობს.

„ვმუშაობ დაავადებათა კონტროლის ცენტრში 45 წლია. მე ვარ პირველი, დავრეგისტრირდი სამსახურიდან აცრაზე და მოვუწოდებ ჩემს ყველა კოლეგას, რომელსაც შეხება აქვს პაციენტებთან, აიცრან და შემდეგ მთელ მოსახლეობას. ჩვენ ამით ვიცავთ არა მარტო ჩვენ თავს, არამედ სხვებსაც“,- განაცხადა თამარ გიორგაძემ.

პრაიმ ტაიმი