პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, 27 წლის ექთანს, რომელიც ვაქცინის შემდეგ კომაში ჩავარდა, ყველა საჭირო გამოკვლევა უტარდება.
ლევან რატიანის თქმით, მეგი ბაქრაძის შოკური მდგომარეობიდან გამოსაყვანად და მისი სიცოცხლის გადასარჩენად მედიკოსების მიერ ყველაფერი გაკეთდება.
“ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. მინდა გითხრათ, რომ ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მიმდინარეობს ასევე დამატებითი კვლევები და მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად,” – განაცხადა ლევან რატიანმა.
რუსთავი 2

