“ლოპოტას” დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა – 3.000 დოლარით დაწყებული ბიზნესი

"ლოპოტას" დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა - 3.000 დოლარით დაწყებული ბიზნესიცნობილი ბიზნესმენი, „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა.

ბიზნესმენი მძიმე სენს ერთი წლის განმავლობაში ებრძოდა.

„ლო­პო­ტა სპა რე­ზორ­ტი“ 2008 წელს და­არ­სდა, რო­გორც 7-ოთა­ხი­ა­ნი სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო, მაშინ, როცა ადგილზე იყო მხოლოდ ტბა და ტყე. დღეს “ლოპოტა სპა რეზორტი” 190-მდე ნომერს, რამდენიმე საცურაო აუზს, რესტორნებს, მარანს, ღვინოთეკას, სპა ცენტრს აერთიანებს.

გოგა მა­ი­სუ­რა­ძე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი 3.000 დო­ლა­რით და­ი­წყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბანკები სესხებს თითქმის არ გასცემდნენ და არც არავის სჯეროდა, რომ იქ შეიძლება, ტურისტი ჩასულიყო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ბევ­რს უტო­პი­ად ეჩ­ვე­ნე­ბო­და, თუმ­ცა გოგა მა­ი­სუ­რა­ძემ ხორ­ცი შე­ას­ხა იდე­ას და შექ­მნა ცნობილი ქარ­თუ­ლი ბრენ­დი, რომელსაც სახელი მისი მეგობრის, გია ფირადაშვილის, რჩევით დაარქვა.

“დაახლოებით 3.000 დოლარით დავიწყე, იდეის არავის სჯეროდა… ჩემი ხელით მომქონდა ქვები სასტუმროსთვის. ვაშენებდით, ვანგრევდით და ახლიდან ვაკეთებდით,” – ამბობდა გოგა მაისურაძე.

რეპორტი