“ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს რამდენიმე კითხვით მიმართა.
ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მაგისტრალზე შესაძლებელია უნდა იყოს სიჩქარის 130 კმ/სთ-მდე გაზრდა:
„საცობებმა წაიღო საქართველო, პრაქტიკულად არ ჩანს გამოსავალი. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ სადაც შესაძლებელია, ჩქაროსნულ მაგისტრალებზე ის შეზღუდვა, რომელიც არის 110 კილომეტრი საათში, გაიზარდოს 130 კილომეტრ საათამდე“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.“

