მეგი ბაქრაძის დედა იტალიიდან დაბრუნდა

მეგი ბაქრაძის დედა იტალიიდან დაბრუნდაგარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის დედა უკვე საქართველოშია. მას აეროპორტში ჟურნალისტები დახვდნენ, შვილმკვდარმა დედამ მცირე კომენტარიც გააკეთა.

მეგი ბაქრაძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ალერგიული არ იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ მეგის საკეისრო კვეთა ჰქონდა გაკეთებული.

კომაჩი ჩავარდნილ შვილს დედამ იტალიიდან მიწერა:

„ჩემო სულო და გულო ვიცი შენ ამას გაუძლებ, ჩემო მონატრებულო, უზომოდ მიყვარხარ. აბა შენ იცი როგორ შეხვდები შენს დაბადების დღეს“.

შეგახსენებთ, 18 მარტს 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა „იმედში“ აცრეს, მას რამდენიმე წუთში ანაფელაქსიური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა. პაციენტი მალევე თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა 19 მარტს, ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო.

პრაიმ ტაიმი