8 მარტს, მარტვილში დაპირისპირებისას რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა.
ამ საკითხზე კომენტარისას ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი აცხადებს:
“კონკრეტული ფაქტი როა, იქ ჟურნალისტები რომ გადმოცვივდნენ, ეგ მათი ბრალი იყო, ნუ აბრალებთ სხვას, ძალადობა ჟურნალისტის საქმე არ არის.
ეს უკვე ხულიგნობაა, ჟურნალისტობა საერთოდ აქ არაფერ შუაშია. იქ რა უნდა გაარკვიოთ, თუ მიზანი იყო, რომ ჩაშლილიყო ეს შეხვედრა, არც ეს ჟურნალისტის საქმე არ არის. ეს არის ექსტრემიზმი და უპატივცემულობა. სწორედ არის ძალადობა ფსიქოლოგიური და იქ ფიზიკური ზეწოლაც იყო.”
მიტროპოლიტის კომენტარს tv4 ავრცელებს.

