მეუფე სტეფანე – “ის, რაც მოხდა, შეთქმულება იყო”

მეუფე სტეფანე - "ის, რაც მოხდა, შეთქმულება იყო"მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე დღეს მომხდარ შემთხვევაში ჟურნალისტებს ადანაშაულებს. მეუფე სტეფანე ამბობს, რომ ის ეპარქიის დატოვებას არ აპირებს.

მისივე თქმით, ის, რაც დღეს მოხდა “შეთქმულებაა”

“სასულიერო პირებს შორის იყო კრება. მოწვეული მყავდა ყველა ადამიანი, ვისაც უნდოდა კითხვების დასმა და საუბარი. ყველას მოვუსმინე, პასუხების გაცემის დრო, რომ დადგა, არ მომცეს პასუხის გაცემის საშუალება. ჟურნალისტებმა გაამწვავეს ეს ვითარება, შემოიჭრნენ შიგნით. არ მომისმინეს, ეს ხალხი რომ ყვირის, მათ მოაწყვეს შეთქმულება, არ მომისმინეს. სპეციალურად მოიყვანეს ეს ხალხი” – ამბობს მეუფე სტეფანე.
ცნობისთვის, მარტვილის ეპარქიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეუფე სტეფანემ მამაოებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტა და მრევლისა და ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. ამის შემდეგ, მრევლი შეხვედრის ოთახში შესვლას შეეცადა, რასაც მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. ჩაინგრა აივნის მოაჯირი, რის შედეგადაც ჟურნალისტები დაშავდნენ.

მთავარი