მიხეილ სააკაშვილი ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ – “მაგას ვერ ეღირსება ვერავინ!”

მიხეილ სააკაშვილი ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ - "მაგას ვერ ეღირსება ვერავინ!"მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“მადლობა #კოტეყუბანეიშვილი
ძვირფასო TV პირველის ჟურნალისტებო #ინგაგრიგოლია, #ეკამიშველაძე
როდესაც იმეორებთ, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი, ორივე უნდა გაიწიოს, ინგა გრიგოლია თავისი სახელით ამბობს ამას და ეკა მიშველაძე მუდმივად ციტირებს, ვიღაც მითიურ დასავლელ პოლიტიკოსებს, ამაზე ჩემი პასუხი არის შემდეგი:
გყავთ მოქმედი ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც ყოველდღიურად ანგრევს ქვეყანას, ყოველდღიურად ძარცვავს თითოეულ ქართველს, დემოგრაფიული და ეკოლოგიური კატასტროფა მოაწყო საქართველოში და სააკაშვილი და ივანიშვილი ერთნაირად უნდა გაიწიონო…

სააკაშვილი საიდან უნდა გაიწიოს – ლოგიკა არსებობს?!
თუ იმაზე საუბრობთ, რომ მე ჩემს ქვეყანაში არ უნდა ჩამოვიდე სიკვდილამდე? მაგას ვერ ეღირსება ვერავინ – საქართველო არის ჩემი სამშობლო!”