ნინო ლომჯარია ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა – “ცოტა მტკივნეულია”

ნინო ლომჯარია ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა - "ცოტა მტკივნეულია"სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო “ასტრაზენკას” ვაქცინით აიცრა.

“ცოტა მტკივნეულია” – აღნიშნა სახალხო დამცველმა აცრისას, თუმცა ის საზოგადოებას  მოუწოდებს აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია.

ვაქცინაციას საქართველოში 14 ათასამდე ადამიანი ელოდება. ეს არის იმ პირთა რაოდენობა, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა.

აქედან “ფაიზერის” ვაქცინის გაკეთებას აპირებს 10 ათას 700 ადამიანი, ასტრაზენეკას კი 3 ათას 263 პირი. პარასკევის მონაცემებით, ახლად დარეგისტრირებულთა მხოლოდ 25 პროცენტი იყო მედპერსონალი, დანარჩენი კი 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები.