“პრობლემები ასტრაზენეკას იმ პარტიამ შექმნა, რომელიც ბელგიაშია დამზადებული” – ბიძინა კულუმბეკოვი

"პრობლემები ასტრაზენეკას იმ პარტიამ შექმნა, რომელიც ბელგიაშია დამზადებული" - ბიძინა კულუმბეკოვიალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეკოვმა  ტვ პირველში ისაუბრა ასტრაზენეკას ვაქცინის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, რის გამოც მისი მოქმედება ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ შეაჩერა.

“ყველა ასეთი შემთხვევა ჯერჯერობით უკავშირდება ბელგიაში დამზადებულ 1 კონკრეტულ პარტიას, რომელშიც 1 მილიონი ვაქცინა შედის. ეს პარტია ევროკავშირის 17 ქვეყანას გაუნაწილდა.

მიმდინარეობს მოკვლევა, ხომ არ იყო ქარხნული პრობლემა ამ კონკრეტული სერიის დამზადებისას.

დიდ ბრიტანეთში 11 მილიონ ადამიანს აქვს ეს ვაქცინა უკვე გაკეთებული და სისხლის შედედების ან სხვა გვერდითი მოვლენის არც ერთი შემთხვევა არაა გამოვლენილი.

საქართველოში შემოსული ასტრაზენეკას ვაქცინა სამხრეთ კორეაშია დამზადებული და ის სრულიად უვნებელია” – განაცხადა ბიძინა კულუმბეკოვმა.