საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში, რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 28:17 დაამარცხა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის გათამაშებაში 4 შეხვედრიდან 4 გამარჯვება დაუგროვდა და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.
საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან შეხვედრამდე ესპანეთს, პორტუგალიასა და რუსეთს სძლია.
საქართველოში დარჩა ანთიმოზ ივერიელის თასიც, რომელიც ორ ქვეყანას – საქართველოსა და რუმინეთს შორის თამაშდება. თასი მორაგბეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა.