ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთს მოუგეს

ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთს მოუგესსაქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში, რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 28:17 დაამარცხა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის გათამაშებაში 4 შეხვედრიდან 4 გამარჯვება დაუგროვდა და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან შეხვედრამდე ესპანეთს, პორტუგალიასა და რუსეთს სძლია.

საქართველოში დარჩა ანთიმოზ ივერიელის თასიც, რომელიც ორ ქვეყანას – საქართველოსა და რუმინეთს შორის თამაშდება. თასი მორაგბეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა.