რა შეზღუდვები იხსნება 15 მარტიდან

რა შეზღუდვები იხსნება 15 მარტიდანმთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 15 მარტიდან ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე 24 თებერვალს გახდა ცნობილი.

კერძოდ, მუშაობის განახლებას შეძლებენ:

თეატრები;
სპორტული კლუბებისა და პროფესიული ანსამბლების წევრები რეპეტიციებსა და ვარჯის დაიწყებენ;
გაიხსნება სპორტული დარბაზები;
სასკოლო წრეები აღადგენენ მუშაობას;
უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში აღდგება.
მიუხედავად შეზღუდვების რამდენიმეეტაპად შემსუბუქებისა ძალაში რჩება კომენდანტის საათი – ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე აკრძალულია.

გარდა ამისა, 1 აპრილიდან:

თეატრალურ წარმოდგენებზე და სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის დასწრება იქნება შესაძლებელი.