რატომ გაითიშა ტელეიმედი, ჯიდიესი და მაესტრო – “სერვერები მწყობრიდან გამოვიდა”

რატომ გაითიშა ტელეიმედი, ჯიდიესი და მაესტრო  - "სერვერები მწყობრიდან გამოვიდა"ტელეიმედი, ჯიდიესი და მაესტრო გაითიშა.

ამის შესახებ იმედის წამყვანმა ირაკლი  ჩიხლაძემ ფეისბუქში დაწერა:

“სამწუხაროდ, ტელეკომპანია “იმედი” და ,,იმედის” ჰოლდინგში შემავალი ,,მაესტრო” და GDS ჯერ ჯერობით ვერ ახერხებენ მაუწყებლობის განახლებას. სერვერები დაუდგენელი მიზეზით გამოვიდა მწყობრიდან. ტექნიკური სამსახური ცდილობს მაუწყებლობის და სამუშაო პროცესის აღდგენას. ქრონიკის მთავრი გამოშვება ეთერში დაბრუნდება პირველივე შესაძლებლობისთანავე! #აქიმედია”

პრობლემის აღმოფხვრას 40 წუთი დასჭირდა, რის შემდეგაც ტელეკომპანიებმა მუშაობა განაახლეს.