რატომ გარდაიცვალა მედკაპიტალის ექიმი ვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ

რატომ გარდაიცვალა მედკაპიტალის ექიმი ვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგცნობილი ხდება ინფორმაცია კლინიკა “მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, მან ორი კვირით ადრე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, თუმცა “მედკაპიტალში“ გამორიცხავენ, რომ გარდაცვალება ვაქცინამ გამოიწვია.

როგორც კლინიკის წარმომადგენელმა “რუსთავი 2-ს” განუცხადა, ექიმს აცრის შემდეგ არანაირი გართულება არ გამოვლენია.

“მედკაპიტალის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ექიმი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში გარდაიცვალა.

” რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ექიმს  გულის იშემიური დაავადება ჰქონდა და სავარაუდოდ, გარდაცვალება სწორედ გულის პრობლემებს უკავშირდება.