პაატა სალია რუსთავი 2-დან ჟურნალისტებს უშვებს – რა ხდება ტელეკომპანიაში

პაატა სალია რუსთავი 2-დან ჟურნალისტებს უშვებს - რა ხდება ტელეკომპანიაშიტელეკომპანია რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. ტაბულას მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, რომელსაც ტელეკომპანიის დირექტორი პაატა სალია აწერს ხელს, რეორგანიზაციის მიზეზად “პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები, სარეკლამო ბაზრის მოცულობის შემცირება და სატელევიზიო არხის რეიტინგის კლებაა” დასახელებული.

სტრუქტურული რეორგანიზაცია კომპანიაში დასაქმებული “ადამიანური რესურსის ოპტიმიზაციასაც” გულისხმობს, რაც თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებას ნიშნავს.

“10 აპრილამდე უნდა განხორციელდეს კომპანიის სტრუქტურული რეორგანიზაცია, გაუქმდეს არსებული სტრუქტურა და დამტკიცდეს ახალი” – ვკითხულობთ ტელეკომპანიის დირექტორის ბრძანებაში.

სალია დოკუმენტის ნამდვილობას ფორმულასთან ადასტურებს. ტელევიზიის დირექტორი აცხადებს, რომ რუსთავი 2 -ში რეორგანიზაციის გამოცხადება სარედაქციო და საკადრო პოლიტიკის ცვლილებას არ უკავშირდება.