„სახეზე გვაქვს ეპიდსიტუაციის გაუარესება, ზედამხედველობა მკაცრდება“ – ბექა ფერაძე

„სახეზე გვაქვს ეპიდსიტუაციის გაუარესება, ზედამხედველობა მკაცრდება“ - ბექა ფერაძეშრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე ბიზნესობირქტებს მიმართავს თავი შეიკავონ მასშტაბური ღონისძიებებისგან.

„სახეზე გვაქვს ეპიდსიტუაციის გაუარესება, ამიტომ მონიტორინგის ჯგუფები განაგრძობენ და მომავალში იქნება განსაკუთრებული ზედამხედველობა მკაცრი. მინდა მოვუწოდო და ვთხოვო თითოეულ ბიზნესობიექტს თავი შეიკავონ მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისგან და დაიცვას თითოეული პროტოკოლი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვმართოთ ვირუსი.

თუ ყველა ბიზნესობიექტი დაიცავს იმ მოთხოვნებს, რომელიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ცხადია ეპიდსიტუაცია დასტაბილურდება და შემდეგი შემსუბუქების ნაბიჯების გადადგმაც შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.