საქართველოში პფაიზერით აცრა 30 მარტიდან დაიწყება

საქართველოში პფაიზერით აცრა 30 მარტიდან დაიწყებაჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პფაიზერის ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი სამშაბათიდან დაიწყება.

“საქართველოში პფაიზერის ვაქცინის 29.250 დოზა შემოვიდა​. მე მინდა ყველა პარტნიორ ორგანიზაციას მადლობა ვუთხრა, ვინც ვაქცინის მიღებაში დაგვეხმარა.

დღეს საღამოდან პფაიზერის ვაქცინა აისახება რიგის დაჯავშნის პორტალზე. ამდენად, მოქალაქეს ექნება საშუალება არჩევანი გააკეთოს “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერს” შორის. პფაიზერის ვაქცინით ვაქცინაცია 6 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება. პფაიზერით ვაქცინაცია სამშაბათიდან დაიწყება,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.