“შეგვეძლო ყველა დაგვებრიდა იქ… სკოლაში ჩაფსმული მივა…” – ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერი

"შეგვეძლო ყველა დაგვებრიდა იქ... სკოლაში ჩაფსმული მივა..." - ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერიდიდი სკანდალი – “ნოდარ მელაძის შაბათი” ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის შოკისმომგვრელ ჩანაწერს ასაჯაროვებს.

ტვ პირველის შაბათის სიუჟეტის ანონსიდან ვიგებთ, რომ ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ადამიანების ქუჩური წესებით დასჯას იმის გამო უკვეთავს, რომ მათი კომენტარები არ მოეწონა. ირკვევა, რომ მანქანებით, ქუჩა-ქუჩა დასდევენ ბერას შავ სიაში შეყვანილ ადამიანებს და სამაგალითოდ სჯიან.

“სკოლაში ჩაფსმული მივა” – ამბობს ბერა ჩანაწერში, რომელსაც “ტვ პირველი” ავრცელებს.

“სკოლაში საერთოდ ვერ წავიდოდა” – პასუხობს მას ღარიბაშვილი.

დღეს, საღამოს 8-ზე მოუსმენთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც კმაყოფილია იმით, რომ ბერას გამლანძღავი სკოლის მოსწავლე ისე დაატერორეს, რომ ბავშვი სკოლაში კიდევ დიდხანს ვერ წავა.

ნახეთ ჩანაწერები, საიდანაც გაიგებთ, რომ ქუჩაში ადამიანების დევნას მწვანე შუქს თავად ივანიშვილი უნთებს და გაიგებთ, რაზე არიან წამსვლელები ადამიანები, რომლებიც ქვეყანას მართავენ.

ნიუპოსტი