თეა გოდოლაძე – “ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის გზაზე მეწყრული პროცესები 2 კვირის წინ დაიწყო”

თეა გოდოლაძე - "ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის გზაზე მეწყრული პროცესები 2 კვირის წინ დაიწყო"ვაშლიჯვარი​-ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე სპეციალისტები იმყოფებიან. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ამბობს, რომ მეწყერის ჩამოსვლის საფრთხე რეალურია.

“ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეწყერი ახლა ჩამოვიდა, მაგრამ აუცილებლად ჩამოვა, ამის გაჩერება შეუძლებელია. რეალურად, არა მარტო ეს ტანი არის შესასწავლი, შესასწავლია მთლიანად გარემო, იმიტომ, რომ უხეშად არის გარემოში ჩარევა განხორციელებული.

ეს არის შედეგი არასწორი სამშენებლო პოლიტიკისა, რეგულაციების არ ქონის და ფაქტიურად გარიგებების დონეზე შესრულებული სამუშაოსი, რასაც ჩვენი სამუშაო ჯგუფი მუდმივად პედალირებს, რომ ასე არ შეიძლება მშენებლობა, განსაკუთრებით ნუცუბიძის ამ ფერდზე”,-ამბობს თეა გოდოლაძე.
მისი თქმით, პროცესები დაახლოებით 2 კვირის დაწყებულია.

“ექსცესომეტრები უნდა იყოს იქ დადებული და სხვა რანგის აპარატურა. რაც ვნახეთ, არის პალოები ჩარჭობილი და ეს პალოები არის დაძრული. უკვე მეწყრის ტანზეა გადასული.

ჩვენთვის საინტერესოა, როდის დაიწყო ეს პროცესი. ამის დაკვირვება, როდესაც ეს პალოები ერთმანეთს დაშორდა. რეალურად ეს არის ორი კვირის ამბავი, საოცარ დინამიკაშია უკვე მოსული”,-თქვა გოდოლაძემ.
ინფორმაცია და ფოტომასალა, რომ დედაქალაქში ახალი მეწყრული პროცესები გააქტიურდა და საფრთხე დიდია, ფეისბუქით გავრცელდა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მერიამ საავტომობილო მოძრაობაც აკრძალა.

მთავარი